სლოვაკეთის პრემიერი - თუ რომელიმე კომპანიას სურს იარაღის წარმოება და მისი სადმე გაგზავნა, მათ ხელს არავინ შეუშლის - ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის ჰუმანიტარული თვალსაზრისით დასახმარებლად

სლოვაკეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ხელს არ შეუშლის, - ამის შესახებ ინფორმაციას Pravda.sk-ი ავრცელებს.

„თუ რომელიმე კომპანიას სურს იარაღის წარმოება და მისი სადმე გაგზავნა, რა თქმა უნდა, მათ ხელს არავინ შეუშლის“, - განაცხადა ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ასევე, პირობა დადო, რომ „ყველაფერს გააკეთებს უკრაინის ჰუმანიტარული თვალსაზრისით დასახმარებლად“.

„ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ასეთი რამ, შეიძლება განაღმვა იყოს. უკრაინაში ბევრი დანაღმული ტერიტორია და აუფეთქებელი იარაღია", - აღნიშნა ფიცომ.

ცნობისთვის, ფიცომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას ეწინააღმდეგებოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება