საფრანგეთი ლიბანის არმიას ჯავშანმანქანებს გადასცემს

საფრანგეთი ლიბანს ჯავშანმანქანებს გადასცემს, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.

„ჩვენ გავაგრძელებთ ლიბანის არმიის სამხედრო აღჭურვილობით გაძლიერებას, მათ შორის ჯარების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ჯავშანტექნიკით, რაც მნიშვნელოვანია პატრულირების გასაგრძელებლად“, - განაცხადა ლეკორნუმ.

ლეკორნუს ცნობით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, ლიბანის ეროვნული არმიის გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ამჟამინდელი სირთულეების მიუხედავად, ლიბანის არმიის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გრძელვადიანია“, - აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება