ირაკლი ფავლენიშვილი - “ნაციონალურ მოძრაობასთან” ძალიან მყარი და პარტნიორული ურთიერთობები აქვს „ევროპის სახალხო პარტიას“ და შეხვედრაზე ამ ურთიერთობებს გაესვა ხაზი

“ნაციონალურ მოძრაობასთან” ძალიან მყარი და პარტნიორული ურთიერთობები აქვს „ევროპის სახალხო პარტიას“ და ამ ურთიერთობებს გაესვა ხაზი, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობის მდივანთან, პატრიკ ვოლერთან საუბრისას, ასევე, ხაზი გაესვა დეოლიგარქიზაციის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გავლენას ქვეყანასა და ზოგადად რეგიონში დემოკრატიის კუთხით.

როგორც ირაკლი ფავლენიშვილი აღნიშნავს, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო და ისაუბრეს როგორც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, ისე ქვეყნის ევროინტეგრაციაზე;

“შევხვდით ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობების მდივანს. შეხვედრის ძირითადი საკითხი შეეხებოდა საქართველოს ევროინტეგრაციას. ევროპის სახალხო პარტია არის მთავარი ლობისტი და პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვის. “ნაციონალურ მოძრაობასთან” ძალიან მყარი და პარტნიორული ურთიერთობები აქვს ევროპის სახალხო პარტიას და ამ ურთიერთობებს გაესვა ხაზი. ასევე, ხაზი გაესვა დეოლიგარქიზაციის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გავლენას ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად რეგიონში დემოკრატიის კუთხით. რა თქმა უნდა, ასევე, ვისაუბრეთ მომავალ არჩევნებზე, სადაც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ჩართულობა და „ევროპის სახალხო პარტიაც“ ფიქრობს კონკრეტულ გზებზე, თუ რით შეიძლება დაგვეხმაროს, თუნდაც გრძელვადიანი ვიზიტით ან სხვა ბერკეტებით, რომ უზრუნველყოს ქართველი ხალხის ნების აღსრულება”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობების მდივანს, პატრიკ ვოლერს შეხვდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება