„ჰამასის“ მძევლების ოჯახები ქნესეთის წინ საპროტესტო აქციას მართავენ

„ჰამასის“ მძევლების ოჯახების ასობით წევრი ქნესეთის წინ საპროტესტო აქციას მართავს , - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „ჰამასის“ მძევლების ოჯახების წევრები ქნესეთის წინ არიან შეკრებილები და მთავრობას მოუწოდებენ, რომ ტყვეების გასათავისუფლებლად ყველაფერი გააკეთოს.

„ეს უკანასკნელი ადგილია, სადაც ახლა ყოფნა მსურს. მე სტრატეგი არ ვარ, მაგრამ ჩემი ოჯახი იქ არის, მთელი თვეა ისინი „ჰამასის“ ხელში არიან და ერთადერთი ლეგიტიმური მოქმედება მათი სახლში დაბრუნებაა“, - აცხადებს იუვალ ჰარანი, რომლის დედა, შოშან ჰარანი, ოჯახის ექვს წევრთან ერთად „ჰამასის“ წევრებმა გაიტაცეს, ხოლო მამა, დეიდა და ბიძა მოკლეს.

შეგახსნებეთ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასს“ სულ მცირე 245 მძევალი ჰყავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება