ბექა ქორჩილავა - რუსი ოკუპანტები საკუთარი სახლებიდან, სოფლებიდან ჩვენს თანამოქალაქეებს იტაცებენ - როგორც ადრე იყო ლეკიანობა, დღეს არის რუსიანობა

რუსი ოკუპანტები საკუთარი სახლებიდან, სოფლებიდან ჩვენს თანამოქალაქეებს იტაცებენ, ეს არის სამარცხვინო და ქართველი ხალხის აბუჩად აგდება. დღეს გამოჩნდა, რომ რეალურად არ გვყავს არც ძალოვანი უწყება და არც მთავრობა, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს წევრმა, ბექა ქორჩილავამ, რითაც სოფელ კირბალში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს წევრი, ბექა ქორჩილავა აღნიშნავს, სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობამ ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს არც მთავრობა და არც ძალოვანი უწყება არ გააჩნია.

„ამ წუთებში მივემართებით სოფელ კირბალისკენ. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ერთი გატაცებულია, ერთი გარდაცვლილი, სხვა დეტალებს კი, რამდენიმე წუთში ადგილზე ვიქნებით, და მერე შევიტყობთ. ის რაც ხდება მთელ ჩვენს ქვეყანაში, საკუთარი სახლებიდან, სოფლებიდან ჩვენს თანამოქალაქეებს იტაცებენ არის სამარცხვინო და ქართველი ხალხის აბუჩად აგდება. მცოცავი ოკუპაცია და ბორდერიზაცია "ქართული ოცნების" პირობებში ჩვეულებრივი რამ იყო და სამწუხაროდ ფატალური შედეგი დგება. დღეს გამოჩნდა, რომ რეალურად არ გვყავს არც ძალოვანი უწყება და არც მთავრობა და არავინ არ არის ჩვენი პატრონი, ეს არის სამარცხვინო. როგორც ადრე იყო ლეკიანობა, დღეს არის რუსიანობა და იტაცებენ ადამიანებს“, - განაცხადა ბექა ქორჩილავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს