გიორგი ვაშაძე - ვგმობთ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქის ვერაგულ მკვლელობას - ჯალათური ფაქტი მიუთითებს, რომ ოკუპანტებთან დათმობას მხოლოდ წახალისების ეფექტი აქვს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის „ვერაგულ მკვლელობას“ და აცხადებს, რომ „ჯალათური ფაქტი“ მიუთითებს, რომ ოკუპანტებთან დათმობას წახალისების ეფექტი აქვს.

“ვგმობთ სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მერ ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქის ვერაგულ მკვლელობას.

გპირდებით ყველა დამნაშავე აუცილებლად აგებს პასუხს და დაისჯება!

ჯალათური ფაქტი მიუთითებს, რომ ოკუპანტებთან დათმობას მხოლოდ წახალისების ეფექტი აქვს და ეს ბარბაროსობა, ოკუპაცია დასრულდება მაშინ, როცა ქვეყანა გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი და არა მტერთან კოლაბორაციით და ღალატით, რომელი გზაც ხელისუფლებამ აირჩია!“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

„2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.

შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება