ანტონიო გუტერეში - ღაზა ბავშვების სასაფლაო ხდება

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ღაზა „ბავშვების სასაფლაო“ ხდება და ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოდის.

„განვითარებული კატასტროფა ყოველი საათის გასვლის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას“, - განაცხადა გუტერეშმა.

მისი თქმით, აუცილებელია ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდა.

„კონფლიქტის მხარეები და საერთაშორისო თანამეგობრობა ფუნდამენტური პასუხისმგებლობის წინაშე დგანან: შეაჩერონ ეს არაადამიანური კოლექტიური ტანჯვა და მკვეთრად გააფართოონ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზაში. ღაზაში არსებული კოშმარი უფრო მეტია, ვიდრე ჰუმანიტარული კრიზისი. ეს არის კაცობრიობის კრიზისი“, - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება