უკრაინის შს მინისტრის ინფორმაციით, ვალერი ზალუჟნის თანაშემწე ნაჩუქარი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, მაიორმა გენადი ჩასტიაკოვმა ნაჩუქარი ხელყუმბარის რგოლი ამოაძრო, რამაც ტრაგიკული აფეთქება გამოიწვია.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა ტრაგედიის პირველი გარემოებების გარკვევა. დღეს გარდაცვლილ მაიორ ჩასტიაკოვს დაბადების დღე ჰქონდა. სამსახურიდან სახლში კოლეგების საჩუქრებით დაბრუნდა. მან ამოიღო ყუთი, რომელშიც ყუმბარები იყო და შვილს საბრძოლო მასალას ათვალიერებინებდა. ვაჟმა ხელყუმბარა ხელში აიღო და დაიწყო რგოლის ტრიალი, სამხედრო მოსამსახურემ ბავშვს ხელყუმბარა გამოართვა და რგოლი ამოაძრო, რამაც ტრაგიკული აფეთქება გამოიწვია“, - აღნიშნა კლიმენკომ.

მინისტრის თქმით, პოლიციამ იპოვა ჩასტიაკოვის კოლეგა, რომელმაც საბედისწერო საჩუქარი გადასცა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ოფისი უკვე გაჩხრიკეს და კიდევ ორი ​​მსგავსი ხელყუმბარა ამოიღეს. მიმდინარეობს პირველადი საგამოძიებო მოქმედებები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება