დავით უსუფაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე - „ოცნება“ იქნებ ასეთმა საზარელმა ტრაგედიებმა მაინც გამოაფხიზლოს და გაარკვევინოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ - მოყვარე

„ოცნება“ იქნებ ასეთმა საზარელმა ტრაგედიებმა მაინც გამოაფხიზლოს და გაარკვევინოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ - მოყვარე, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, რუსეთს საქართველოში დაუსრულებელი ომი აქვს გაჩაღებული, რომელიც იწირავს უდანაშაულო მოქალაქეებს.

"გუშინდელი ტრაგედია იყო კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, ვისაც რაიმე სხვა აზრები აწუხებს, რომ საქართველოს მტერია რუსეთი, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს, რუსეთს აქვს საქართველოში დაუსრულებელი ომი გაჩაღებული და ეს ომი იწირავს ჩვენს უდანაშაულო მოქალაქეებს. ზუსტად ამისგან უნდა დავიცვათ ქვეყანა, რუსული ოკუპაციისგან, რუსეთის განგრძობადი ომის საფრთხეებისგან, ზუსტად ამიტომ გვჭირდება ევროინტეგრაცია და ნატოსთან და ჩვენს პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო კონტაქტი. "ოცნება" იქნებ ასეთმა საზარელმა ტრაგედიებმა მაინც გამოაფხიზლოს და გაარკვევინოს ვინაა მტერი და მოყვარე საქართველოსი და ქართველი ხალხის,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება