„თიბისი“ ბანკის სერვისები ემიგრანტებისთვის ხელმისაწვდომი ხდება

დღეიდან, „თიბისი“ ბანკის სერვისები ემიგრანტებისთვის ხელმისაწვდომი ხდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

„თიბისის“ ცნობით, მხოლოდ ვიდეო ბანკით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ემიგრანტები შეძლებენ, რომ „თიბისის“ ბანკის მომხმარებელი გახდნენ - ანგარიში გახსნან, ისარგებლონ პირადი კონსულტანტის მომსახურებით და მართონ საკუთარი ფინანსები დისტანციურად.

„სურვილის შემთხვევაში, ემიგრანტებმა ვიდეო ბანკით სარგებლობისთვის უნდა „თიბისი“ ბანკის facebook-ის ოფიციალური გვერდის მესენჯერში მიწერონ ან დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე 032 227 27 27. მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ, თქვენთვის სასურველ დროს ონლაინ შეხვედრა ჩაინიშნება და ზარის ბმული გადმოგეგზავნებათ.

იმისათვის, რომ „თიბისი“ ბანკის მომხმარებელი გახდეთ, დაგჭირდებათ მხოლოდ მობილური ტელეფონი ან ლეპტოპი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა.

ვიდეო ბანკის მეშვეობით, მარტივად შეძლებთ გახდეთ „თიბისის“ მომხმარებელი და თავად მართოთ ფინანსები დისტანციურად“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება