ანა ბუჩუკური - გვაქვს „ოცნებისგან“ გამოჟონილი ინფორმაცია, რომ „გორბით“ ჩაატარეს კვლევა და მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა - ალბათ, გადააკეთებენ და სასაცილო „ფეიკს“ გამოაქვეყნებენ

გვაქვს „ოცნებისგან“ გამოჟონილი ინფორმაცია, რომ „გორბით“ ჩაატარეს კვლევა და მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა, ამითაა გამოწვეული მათი ისტერიკა გახარიას წინააღმდეგ - მადლობა „ოცნებას”, რომ ჩვენი პარტიის სანიტარულ დასუფთავებას აწარმოებს, ასე გააგრძელეთ, ბიჭებო!- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კვლევის შედეგებს გადააკეთებს და „სასაცილო „ფეიკს” გამოაქვეყნებს.

„გვაქვს „ოცნებისგან“ გამოჟონილი ინფორმაცია, რომ ჩაატარეს კვლევა „გორბით“ და ისტორიულ მინიმუმზეა მათი მხარდაჭერა. „ქართული ოცნების” მხარდაჭერა ასეთი დაბალი არასდროს ყოფილა. ეს ისტერიკა, რომელიც გახარიას წინააღმდეგ აქვთ, გამოწვეულია ამ კვლევით. ალბათ, გადააკეთებენ-გადმოაკეთებენ და სასაცილო „ფეიკს” გამოაქვეყნებენ, მაგრამ მე ვსაუბრობ იმაზე რეალურად, რა შედეგი დადო ფარულად ჩატარებულმა კვლევამ. გახარიას წინაშე ისტერიკა გამოწვეულია კვლევით, რისი ჩატარებაც რამდენიმე კვირის წინ დაასრულა „ოცნებამ” და მათი მხარდაჭერა არის დაახლოებით 27%.

ჩვენს გუნდს აქვს მზარდი მხარდაჭერა და ბოლო ერთ თვეში რომ ნახოთ, რამდენჯერ საუბრობს, მაგალითად, ირაკლი კობახიძე. შესაბამისად, გამოხმაურება, რაც გახარიას მხრიდან იხილა საზოგადოებამ ამას უკავშირდება. მადლობა “ოცნებას”, რომ სანიტარულ დასუფთავებას აწარმოებს ჩვენი პარტიის. ასე გააგრძელეთ, ბიჭებო!”,- განაცხადა ბუჩუკურმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!