პენტაგონი - ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებს 38-ჯერ დაარტყეს

ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებზე 17 ოქტომბერს თავდასხმების ტალღის დაწყების შემდეგ იერიში 38-ჯერ მიიტანეს, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თავდასხმების უმეტესობა რაკეტებითა და დრონებით მოხდა და სავარაუდოდ, ირანთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა განახორციელეს. რაიდერმა განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება სულ მცირე 45-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო, მათ შორის 24-ს ტვინის ტრავმული დაზიანებები ჰქონდა.

პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში ამჟამად ოთხი ძირითადი მიზანი აქვს: რეგიონში აშშ-ის ძალების და მოქალაქეების დაცვა, „ჰამასის“ დაჯგუფებისგან თავის დასაცავად ისრაელისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების დახმარების უზრუნველყოფა, მძევლების გათავისუფლებაში ისრაელისთვის დახმარების აღმოჩენა და ღაზას ფარგლებს გარეთ კრიზისის გავრცელების თავიდან აცილება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება