„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას მომხმარებელი ხელსაყრელ ფასად მიიღებს

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მომხმარებელი გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას ხელსაყრელ ფასად - 225 ლარად მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეთავაზება ტოიოტას ბრენდის ნებისმიერ ჰიბრიდულ მოდელზე ვრცელდება, შეთავაზებით სარგებლობას კი მხოლოდ ფიზიკური პირები შეძლებენ.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ხარისხის მართვის მენეჯერი გიორგი ეთერია განმარტავს, გადაცემათა კოლოფის დაზიანებისა და მისი შეკეთების ხარჯების თავიდან აცილება ზეთის დროული შეცვლით არის შესაძლებელი.

„მომხმარებელს შეუძლია თავიდან აირიდოს გადაცემათა კოლოფის დაზიანება და შესაბამისად, მისი შეკეთების გაუთვალისწინებელი ხარჯები იმ შემთხვევაში, თუკი დროულად მიმართავს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ და გადაცემათა კოლოფში ხანდაზმულ ზეთს ორიგინალი წარმოების ზეთით ჩაანაცვლებს. შეთავაზების ფარგლებში, სრული მომსახურებისთვის ის მხოლოდ 225 ლარს გადაიხდის. გვინდა მომხმარებელმა გაითვალისწინოს, რომ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა გადაცემათა კოლოფის ტიპიდან გამომდინარე, 40 000-დან 80 000-მდე კმ გარბენზეა რეკომენდებული. ახალი, ორიგინალი წარმოების ზეთი კი უზრუნველყოფს გადაცემათა კოლოფის მსუბუქ და უსაფრთხო მუშაობას, მცირდება დატვირთულობის კოეფიციენტი და შედეგად, იკლებს საწვავის მოხმარება, ამასთან ერთად კი, ავტომობილის ექსპლუატაციის ვადა იზრდება“, - აღნიშნავს გიორგი ეთერია.

მისივე ინფორმაციით, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას ტოიოტას მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები უზრუნველყოფენ და მომხმარებელს ავტომობილს უმოკლეს დროში განუახლებენ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ხარისხის მართვის მენეჯერის ინფორმაციით, შეთავაზებით სარგებლობის მსურველებს, დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, წინასწარ შეათანხმონ სერვისის მიღების თარიღი და დრო, შემდეგ კი ეწვიონ ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება