ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება პალესტინასთან „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს“ განიხილავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება პალესტინასთან „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს“ განიხილავს. ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს დიალოგი რუსეთში პალესტინის სპეციალურ წარმომადგენელთან და რუსეთის ფედერაციაში პალესტინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან.

„მინისტრმა აღნიშნა, რომ დიალოგი, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს“, - ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ე.წ. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ირანთან, ავღანეთთან, იემენთან და ლიბანთან ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. არძინბას თქმით, შეიქმნება ორმხრივი აფხაზეთი-არაბთა გაერთიანებულ საამიროების ბიზნეს საბჭო.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს აფხაზეთის „დელეგაციის“ მინსკში ვიზიტის შედეგები. არძინბას თქმით, ვიზიტი „ქართველი დიპლომატების მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად შედგა“. მან აღნიშნა, რომ ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები „დაღმავალ ტრაექტორიაზეა“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება