ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, საქართველო-ნიდერლანდების ბიზნეს ფორუმი გაიმართა

31 ოქტომბერს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, საქართველო-ნიდერლანდების ბიზნეს ფორუმი გაიმართა. თბილისს ბიზნეს მისიით სტუმრობდნენ უძრავი ქონების, ვაჭრობის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ნიდერლანდული კომპანიების წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა დელეგაციის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ალექსანდრე ხვთისიაშვილთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოში ნიდერლანდების დელეგაციას მასპინძლობდა EUGBC-ის წევრი კომპანია „Tika Tours Georgia”-და მისი დამფუძნებელი, EUGBC-ის წარმომადგენელი ბენილუქსის ქვეყნებში, ქალბატონი თიკა სვანიძე-ვენკო. დელეგაცია საქართველოს ეწვია ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსა და ნიდერლანდებში საქართველოს საპატიო კონსულების ბატონ ხაის დე იახერისა და ბერნარდ სტაუვინგას ორგანიზებით.

ვიზიტის მიზანი იყო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, საქრთველოს საინვესტიციო პოტეციალის გაცნობა და შესაძლო პარტნიორების მოძიება.

ფორუმი გახსნეს EUGBC-ის გენერალურმა მდივანმა, ბატონმა ზვიად ჭუმბურიძემ და ნიდერლანდბის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა მელინე არაკელიანმა. ვიზიტის ფარგლებში ბიზნეს დელეგაციამ მოინახულა ფოთის პორტი, შეხვდა ფოთის მერს ბატონ ბექა ვაჭარაძეს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ბატონ ჯაბა ფუტკარაძეს.

ევროპელ ბიზნესმენთა განსაკუთრებული ინტრესი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები როგორც ევროკავშირთან და ჩინეთთან, ისე რეგიონის ქვეყნებთან. ასევე, შეღავათიანი და გამარტივებული საგადასახადო სისტემა, რაც ინვესტორს ხელსაყრელ პირობას უქმნის წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის.

ბიზნეს მისიის წევრები ადგილზე გაეცნენ სტაბილურ და მიმზიდველ ბიზნეს გარემოს. ამ მიზნით დელეგაცია ეწვია ქალაქებს: ბორჯომს, ფოთს, ბათუმსა და სიღნაღს.

განსაკუთრებული შთაბეჭდილებები ახლდა ნიდერლანდელი ბიზნესმენების სტუმრობას „Tika Tours Georgia”-ს დამფუძნებლის, ბენილუქსის ქვეყნებში EUGBC-ის წარმომადგენლის ქალბატონ თიკა სვანიძე-ვენკოს მშობლიურ მაშნაარში. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებად დარჩება კახური სტუმართმოყვარეობა.

სტუმრებმა ინტერესით მოისმინეს ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, ბატონი გიორგი სვანიძის პრეზენტაცია ქართული ზეთისხილის წარმოების ტრადიციების შესახებ.

ნიდერლანდების ბიზნეს მისია საქართველოში წარმატებულად დასრულდა. მხარეებმა სრული მზადყოფნა გამოთქვს მომავალი თანამშრომლობისათვის.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო