მიხეილ სარჯველაძე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე - ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს ბარბაროსული დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი

ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს ბარბაროსული დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ადრე თუ გვიან დადგება დრო, საქართველო დეოკუპაციას იზეიმებს და ყველა იმ ადამიანის დასჯას შეძლებს, რომელსაც ბრალი მიუძღვის საქართველოს მოქალაქეთა წინაშე“.

„უმძიმესი ფაქტი მოხდა, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ შეეგუება, ეს არის სრული ანომალია, სრულიად არანორმალური რამ, როცა ოკუპაციას ეწირება საქართველოს მოქალაქე, აბსოლუტურად არალეგიტიმური, მხეცური ფაქტი და რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს ბარბაროსული დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი,"- განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება