ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება

ჯანდაცვისა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, ახალაშენებულ კორპუსებში, განსახლების მსურველმა დევნილმა ოჯახებმა ახალი განაცხადი უნდა გააკეთონ. იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში, 14 ნოემბერს დაიწყება და 2024 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება.

უწყების ცნობითვე, დევნილთა სააგენტოს დირექტორის, ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, დევნილთა განსახლების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს ახორციელებს. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა აქტიური რეჟიმით მიმდინარეობს და დევნილ ოჯახებს, სრულად გარემონტებული ბინები, 2025 წლის ბოლომდე გადაეცემათ.

„თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის გაკეთება მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც დედაქალაქში, 2013 წლის 1 ივნისამდე არიან რეგისტრირებულები. ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

2023- 2025 წლებში, საბოლოოდ, 13 ათასი დევნილი ოჯახი განსახლდება. პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონ ლარს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება