საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი Kairos Logistics გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს ლოგისტიკური სექტორის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია - Kairos Logistics შეუერთდა, რომელიც, როგორც ქართულ, ასევე, გლობალურ ბაზარზე უკვე 10 წელია წარმატებით ოპერირებს სახმელეთო, საკონტეინერო და სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, Kairos Logistics ექვს სხვადასხვა ქვეყანაში: საქართველოში, უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და ბელორუსიაშია წარმოდგენილი. კომპანია საკუთარ ავტოპარკსა და სასაწყობე ობიექტს ფლობს ფოთში, რაც, თავის მხრივ, უწყვეტ რეგიონულ ინტეგრაციას, საზღვრებს მიღმა პროდუქციის შეუფერხებელი ნაკადის ზრდასა და მთელი მიწოდების ჯაჭვის პროცესის ოპტიმიზაციას უწყობს ხელს.

კომპანიაში 300-ამდე თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც მომხმარებლის მოთხოვნასთან შესაბამისობით მართავენ პროცესებს. აღსანიშნავია, რომ Kairos Logistics პარტნიორებს ხშირად სახმელეთო, საკონტეინერო და სარკინიგზო გადაზიდვების კომბინაციასაც სთავაზობს, კომპლექსური და დროში ორგანიზებული გადაზიდვებისთვის, რითაც ბუნებრივია, რისკების დივერსიფიცირებაც შესაძლებელი ხდება და გადაზიდვების პროცესიც ბევრად ეფექტურია.

ბიზნეს ასოციაციის ცნობითვე, ხაზგასასმელია, რომ ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტების, ღვინისა და წყლის ექსპორტში Kairos Logistics მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე უპირობო ლიდერია. კომპანიის პარტნიორები ისეთი საერთაშორისო ბრენდები არიან როგორიცაა: Beko, Heineken, Oriflame, Nestle, Knauf, ბორჯომი და სხვა. გარდა ამისა, ყოველწლიურად, Kairos Logistics 1500-ზე მეტ კომპანიას უწევს უსაფრთხო მომსახურებას და 9000-ზე მეტ გადაზიდვას ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით. ლოგისტიკაში ტვირთის დაზღვევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, სადაც კომპანიას ალდაგის უნიკალური სადაზღვევო პაკეტი უმაგრებს ზურგს.

„მივესალმებით Kairos Logistics-ს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ასეთი კომპანიების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შუა დერეფნის პოტენციალის ზრდისა და განვითარებისთვის, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და ეკონომიკურ მდგრადობაზე. მოხარულნი ვართ, რომ ასეთი მსხვილი გადამზიდავი კომპანია დღეს უკვე BAG-ის წევრია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და შედეგიანი იქნება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო