გია ცაგარეიშვილი - ყოველ დღე ბეწვის ხიდზე სიარული გვიწევს - გვამუნათებენ, რატომ იყურებით წარსულისკენო, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, შემთხვევითი და ციდან ჩამოვარდნილი ამბავი არ არის

ყოველ დღე ბეწვის ხიდზე სიარული გვიწევს - გვამუნათებენ, რატომ იყურებით წარსულისკენო, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, შემთხვევითი და ციდან ჩამოვარდნილი ამბავი არ არის - გამოუშვით სააკაშვილი ციხიდან, მობრუნდეს და ნახავთ რა მოხდება ამ ქვეყანაში მეორე დღეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ცაგარეიშვილმა 2007 წლის ორი საარქივო დოკუმენტი წარმოადგინა, რომელთაგან ერთი, მისი თქმით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სათანადო პირობების შექმნის შესახებაა, მეორე დადგენილება კი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნას ეხება.

მან დაასახელა დღევანდელი ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნული დოკუმენტების მიღებას მხარი დაუჭირეს და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები დღეს ამტყუნებენ საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ბოლომდე ვერ ამბობენ, საით უბიძგებენ მას.

“ყოველ დღე ბეწვის ხიდზე სიარული გვიწევს. ეს ყველას გამოწვევაა - არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციისა და ყველა ადამიანის. ამას, სამწუხაროდ, დასასრული არ უჩანს. მაგრამ, როდესაც წინაპირობებსა და მიზეზებზე საუბრობენ, გვამუნათებენ, რატომ იყურებით წარსულისკენო. ის, რაც დღეს ხდება, შემთხვევითი არაა, ციდან ჩამოვარდნილი ამბავი არ არის. ბევრს არ ახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი, მათ შორის პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ამას დაქადნებით არ ვამბობ, მაგრამ ვარ ერთადერთი დეპუტატი, რომელიც იმ მოწვევის პარლამენტშიც მუშაობდა, ოპოზიციაში ვიყავი, ახლა სახელისუფლებო გუნდში ვარ. მახსოვს ყველაფერი, ვინ რას აკეთებდა, რათა ფაქტობრივად ოკუპანტებისთვის და სეპარატისტებისთვის, დაეკანონებინა ის უბედურება, რაც ცხინვალში ხდება”,- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ახლა ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით საუბარი მარტივია, თუმცა სვამს კითხვას, ვინ აგებს პასუხს იმაზე, რაც შემდეგ მოხდება.

“მარტივია ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით საუბარი - წავიდეთ, შევიჭრათ, გადავიდეთ. შემდეგ რა მოხდება? მეორე და მესამე დღეს რა მოხდება? ვინმე, გარდა საქართველოს ხელისუფლებისა, ამაზე პასუხს აგებს? ჩვენ რომ ვაგებთ პასუხს ამ ყველაფერზე და ამ პირდაფჩენილ საზიზღრობას, რასაც რუსეთის ფედერაცია ჰქვია, ყოველ დღე ვუყურებთ, იმიტომ ვართ ასე ფრთხილად.

გამოუშვით სააკაშვილი ციხიდან, მობრუნდეს და ნახავთ რა მოხდება ამ ქვეყანაში მეორე დღეს”,- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო