ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას რეგიონის დატოვებისთვის 4 საათი მისცა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ეგვიპტიდან ღაზას სექტორში მედიკამენტებით, საკვებითა და წყლით დატვირთული 70 სატვირთო შევიდა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას რეგიონის დატოვებისა და სამხრეთში გადასვლისთვის 4 საათი მისცა.

პალესტინელებს ჰუმანიტარული კორიდორით სარგებლობა ადგილობრივი დროით 10:00-დან 14:00-მდე შეუძლიათ.

პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება