ნიკოლოზ სამხარაძე - კი ბატონო, შეუერთდნენ პრეზიდენტის მოწოდებას, უბრალოდ ვერ ვხვდები, რა საჭიროა, ისედაც ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი საზოგადოება პროევროპულია

კი ბატონო, შეუერთდნენ პრეზიდენტის მოწოდებას, უბრალოდ ვერ ვხვდები, რა საჭიროა - (ჩვენ) არ დავესწრებით, მგონი, არც დაგვპატიჟებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საზოგადოებას მოუწოდა, 8 ნოემბერს ორბელიანის სასახლესთან შეიკრიბოს, სადაც დაიწყება ხელმოწერების შეგროვების კამპანია - „რუსეთი ჩვენი მომავალი არაა და ჩვენ ევროპაში შევალთ“.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ყველამ, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმაც იციან, რომ საქართველოში საზოგადოება პროევროპულია, ამიტომ მისთვის, გაუგებარია, რა საჭიროა ამის გაკეთება.

„ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და თავისი პოლიტიკური გემოვნების მიხედვით შეუძლია გააკეთოს, რაც მას სურს, შეუძლია მოუწოდოს ხალხს შეუერთდეს ნებისმიერ მოწოდებას, თუ ის კანონის ჩარჩოში იქნება. თუ ეს იქნება ევროპული ინტეგრაციისთვის მოწოდება, კი ბატონო, შეუერთდნენ, ხელი მოაწერონ, უბრალოდ, მე ვერ ვხვდები, რა საჭიროა ამის გაკეთება, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი ისედაც უჭერს მხარს ევროპულ ინტეგრაციას. 80 პროცენტზე მეტი მოსახლეობის არის ევროპული და ასეთი რაოდენობა თვით ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი არ არის, ვინც ევროპულობის მომხრეა. უბრალოდ ზედმეტად მეჩვენება, ჩვენმა პარტნიორებმაც კარგად იციან, რომ საზოგადოება პროევროპულია. ცუდი ამაში არაფერია, უბრალოდ, რამდენად საჭიროა და რამდენად შეიძლება იყოს სარგებლის მომტანი, თუ რაიმე პოლიტიკური სარჩული აქვს უკან ეს ცალკე თემაა,“- განაცხადა სამხარაძემ.

კითხვაზე, „ქართული ოცნების“ წევრები დაესწრებიან თუ არა ამ ღონისძიებას, სამხარაძე ამბობს, რომ მგონი, მათ არც დაპატიჟებენ.

„არ დავესწრებით, არ ვიცი, მგონი, ჩვენ არც დაგვპატიჟებენ, მაგრამ ... არ მომისმენია, თქვენგან გავიგე ეს ამბავი. ჩემი პირადი აზრია, რომ ამის საჭიროება არ არსებობს, ისედაც ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი საზოგადოება პროევროპულია,“ - განაცხადა სამხარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება