შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - ამ ეტაპზე, სახელმწიფოს ნომერ პირველი საქმეა უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი ადამიანი გადმოგვცენ - ყველაფერი შესაძლებელია, რომ პასუხისგებაშიც მიეცნენ ის ადამიანები, ვინც დამნაშავეა

ამ ეტაპზე, სახელმწიფოს ნომერ პირველი საქმე არის ის, რომ უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი ადამიანი [ლევან დოთიაშვილი] გადმოგვცენ. ყველაფერი შესაძლებელია, რომ პასუხისგებაშიც მიეცნენ ის ადამიანები, ვინც ამაში [თამაზ გინტურის მკვლელობაში] დამნაშავეა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება,- ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ კირბალში განუცხადა, სადაც ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში იმყოფებოდა.

მიხეილ შაყულაშვილის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება.

„მინდა სამძიმარი გამოვთქვა ოჯახის მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რა დროსაც საქართველოს ტერიტორიაზე, ოღონდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელზეც კონტროლი ამჟამად რუსებს აქვთ, უკანონო დაკავებისას იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო მეორეს კი, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის 109-ე მუხლი, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას და ასევე 143-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ჯგუფურად ძალადობით. რაც შეეხება დაკრძალვის ხარჯებს, მას სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს.

როგორც მოგახსენეთ, ამ ეტაპზე, ნომერ პირველი საქმე სახელმწიფოსი, რა დროსაც ჩარეულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები, არის ის, რომ უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი ადამიანი გადმოგვცენ, ხოლო, ყველაფერი შესაძლებელია, რომ პასუხისგებაშიც მიეცნენ ის ადამიანები, ვინც ამაში დამნაშავეა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება“, - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს