ვალერი თელია - თამაზ გინტურის ავტომობილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დგას და ჯერჯერობით მანქანამდე ვერ მივედით - გამოკითხულია ძალიან ბევრი მოწმე, გამოძიება მიმდინარეობს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, თამაზ გინტურის ავტომობილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დგას და ჯერჯერობით მანქანამდე არ მისულან. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვალერი თელიამ სოფელ კირბალში განუცხადა, სადაც ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში იმყოფებოდა.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, დეტალებს ვერ მოგახსენებთ, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური აუცილებლად გაავრცელებს. გამოკითხულია ძალიან ბევრი მოწმე“, - განაცხადა ვალერი თელიამ.

კითხვაზე, არის თუ არა რაიმე სიახლე რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ლევან დოთიაშვილთან დაკავშირებით, თელიამ უპასუხა, რომ „ჯერჯერობით არაფერი“. მან, ასევე, უპასუხა შეკითხვას, რომლის თანახმად, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის მანქანა დაცხრილულია.

„ჯერჯერობით ჩვენ მანქანამდე არ მივსულვართ, მანქანა დგას ოკუპირებულ ტერიტორიაზე და როგორც კი გვექნება ავტომანქანასთან მისვლის, დათვალიერების საშუალება, ამის შემდეგ მოგახსენებთ. გამოძიება მიმდინარეობს და ძალიან მალე დამატებით ინფორმაციას გავავრცელებთ“, - განაცხადა ვალერი თელიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს