გიორგი ვაშაძე - მე, როგორც  „ნაცმოძრაობის“ შიდა საკითხებიდან ემოციურად აბსოლუტურად დაცლილმა ადამიანმა, საერთოდ არ ვიცი, ვინ რა დაწერა და რა წაშალა - არ მაინტერესებს, ჩემს ტვინს ამ სისულელეებით არ ვაკავებ

მე, როგორც „ნაცმოძრაობის“ შიდა საკითხებიდან ემოციურად აბსოლუტურად დაცლილმა ადამიანმა, საერთოდ არ ვიცი, ვინ რა დაწერა და რა წაშალა - არ მაინტერესებს, ჩემს ტვინს ამ სისულელეებით არ ვაკავებ, ემოციურად დაცლილი ვარ ამ საკითხებისგან, სამიზნე მაქვს გასწორებული და ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქიდან“ ნიკა მელიას მხარდამჭერი პოსტი წაიშალა.

ვაშაძის თქმით, საკითხს არ იცნობს, რადგან მისი მთავარი ამოცანა „რუსული რეჟიმისგან“ საქართველოს გათავისუფლებაა.

„მე, როგორც „ნაცმოძრაობის“ შიდა საკითხებიდან ემოციურად აბსოლუტურად დაცლილმა ადამიანმა, საერთოდ არ ვიცი, ვინ რა დაწერა და რა წაშალა. ჩემი მთავარი ამოცანა ისაა, რომ საქართველო გავათავისუფლოთ „რუსული რეჟიმისგან“ და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამ საკითხებს ემოციურადაც ყურადღებას არ ვაქცევ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება