გორის მერი - ოკუპანტების მიერ მოკლულია ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ეს უდიდესი ტკივილია ყველა ჩვენგანისთვის

ოკუპანტების მხრიდან მოკლულია ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ეს უდიდესი ტკივილია ყველა ჩვენგანისთვის,- ამის შესახებ გორის მერმა, ლადო ხინჩეგაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ კირბალში განუცხადა, სადაც ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში იმყოფებოდა.

ხინჩეგაშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იქნას დაცული.

„ვუსამძიმრებ ოჯახს, სრულიად საქართველოს. ოკუპანტების მხრიდან მოკლული იქნა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ჩვენი თანამემამულე. ეს უდიდესი ტკივილია ყველა ჩვენგანისთვის. დამატებით დეტალებს ვერაფერს გეტყვით, ერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ჩართულობაა, ყველაფერი კეთდება, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იქნას დაცული. გატაცებულის ოჯახთანაც მივალთ და გვერდში დგომას გამოვხატავთ“, - განაცხადა ლადო ხინჩეგაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება