ანა ფოტიგა - არ შეგვიძლია დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს, მიუხედავად მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი შემაშფოთებელი ნაბიჯისა

ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად ძირითად ინსტრუმენტად გაფართოების პოლიტიკა რჩება და ჩვენ არ გვაქვს უფლება გავიმეოროთ შეცდომები და დავტოვოთ ჩვენი პარტნიორები ნაცრისფერ ზონებში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს.

„ვიმედოვნებ, რომ 2023 წლის გაფართოების პაკეტი გაითვალისწინებს ამ უმნიშვნელოვანეს ფაქტს იმ ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების შეფასებისას, რომლებიც ისწრაფვიან ჩვენს საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოსთვის კარი არ უნდა დახუროს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მმართველმა პარტიამ, ბოლო დროს, გარკვეული „შემაშფოთებელი ნაბიჯები“ გადადგა.

„დიდი ყურადღებით ვაკვირდები დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში არსებულ ვითარებას. ვაფასებ უკრაინისა და მოლდოვის მიერ მიღწეულ პროგრესს, მიუხედავად უჩვეულო გარემოებებისა და პირობებისა. ჩვენ არ შეგვიძლია დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მის მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებისას, მიუხედავად მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი შემაშფოთებელი ნაბიჯებისა“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება