ჯაბა სამუშიამ AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორთან მუჰამედ კეტატასთან და სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

თსუ-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და ფრანგული ენის სწავლების მხარდაჭერის მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს, ასევე, შეაფასეს უნივერსიტეტში AUF - ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის საქმიანობის შედეგები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას ინიციატივით, დაიგეგმა ფრანკოფონიის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების გაერთიანებული შეხვედრა, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

„მუჰამედ კეტატა ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია, მისი როლი ფრანკოფონიის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად ვართ, ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელოთ ყველა ის პროექტი, რომელიც ერთობლივად გვაქვს დაგეგმილი“, -აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

„ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორის მუჰამედ კეტატას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი AUF- ისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. როგორც დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, მათი ვიზიტის მიზანია, შეაფასონ თუ როგორ ხორციელდება უნივერსიტეტებში AUF-ის სტრატეგია. მათ გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ უნივერსიტეტში ფრანგული ენის სწავლების გაძლიერებას და ხელი შეუწყონ პარტნიორ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობას.

AUF მსოფლიოში უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასოციაციაა, რომელიც 1000-ზე მეტ უნივერსიტეტს, უმაღლეს სკოლას, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევით ცენტრს აერთიანებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2008 წლიდან ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრია. 2023 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ რექტორთა კონფერენციაზე ქართული დელეგაციის წარდგინებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება