რუსთავის მერია ახალ დასაქმების პროგრამას - „ახალი სიმწვანე - ახალი თაობისგან“ ახორციელებს

რუსთავის მერიამ, ახალგაზრდების დასაქმების ახალი პროგრამის - ,,ახალი სიმწვანე - ახალი თაობისგან“ განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამა, რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრისა“ და ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანაორგანიზებით ხორციელდება.

ინფორმაციის თანახმად, მასში ჩართული ახალგაზრდები, ერთი თვის განმავლობაში „რუსთავსერვის ცენტრში“ დასაქმდებიან და წინასწარ გაწერილი გრაფიკით, მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობასა და ახალი ნარგავების დარგვაში მიიღებენ მონაწილეობას.

,,ახალი სიმწვანე - ახალი თაობისგან“, ეს არის პროგრამა, რომელიც ორმა სამსახურმა ერთობლივად შეიმუშავა. პროგრამის მიზანი არის ის, რომ ახალგაზრდებს მივცეთ რუსთავში დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობა, რადგან ეს არის ანაზღაურებადი პროგრამა. ასევე ჩვენი მიზანია, რომ უფრო მეტად ჩავრთოთ ისინი ჩვენს ქალაქზე ზრუნვაში და მის გამწვანებაში“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ახალი პროგრამაში ჩართვა, 18-დან 29 წლამდე, ყველა რუსთაველ ახალგაზრდას შეუძლია.

,,ახალგაზრდები, პროგრამაში სპეციალური აპლიკაციის შევსებისა და შემდგომ გასაუბრების გზით ჩაერთნენ. აპლიკაცია, ჩვენი სამსახურის Facebook გვერდზე იყო განთავსებული და მისი შევსება ყველა მსურველს შეეძლო. ერთი თვის განმავლობაში ისინი დასაქმდებიან ,,რუსთავსერვის ცენტრში“ და მიიღებენ შესაბამის გასამრჯელოს“, - განაცხადა ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანელი ჩხარტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება