„თბილსერვის ჯგუფის“ განმარტებით, მიზეზი, რის გამოც ზოგიერთი უბნიდან ნაგვის დროულად გატანა ვერ ხერხდება, ნაგავმზიდი მანქანების გაუმართაობაა

"თბილსერვის ჯგუფში" განმარტავენ, რატომ ვერ ხერხდება დედაქალაქის ზოგიერთი უბნიდან ნაგვის დროულად გატანა, რასაც ნაგვის ურნების გადავსების პრობლემა ახლავს.

როგორც შპს "თბილსერვის ჯგუფში" palitravideo.ge-ს განუცხადეს, დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში კონტეინერების დაცლისა და ნარჩენის გატანის პროცესის შეფერხება სპეცმანქანების გაუმართაობამ გამოიწვია.

მათივე ცნობით, ნაგავმზიდი მანქანების შეკეთება აქტიურად მიმდინარეობს და არსებული პრობლემა უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება.

„დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში კონტეინერების დაცლისა და ნარჩენის გატანის პროცესის შეფერხება 2007 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა დროს შესყიდული სპეცმანქანების გაუმართაობამ გამოიწვია. აქტიურად მიმდინარეობს ნაგავმზიდი მანქანების შეკეთება და არსებული პრობლემა უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება. ამავდროულად, დასუფთავების ძველი მანქანების ახლით ჩანაცვლების პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის,“ - აცხადებენ „თბილსერვის ჯგუფში“.

თბილისის ცალკეულ უბანში გადავსებული ნაგვის ურნების ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება