ცოტნე ანანიძე - ოპოზიციას - პრორუსულ სახელმწიფოებს, რუსეთი, ასეთ ტრაგედიას არ უწყობს, ლოგიკას მოუხმეთ

ოპოზიციას - რუსეთთან მაამებლური პოლიტიკის მატარებელ ხელისუფლებებს, პრორუსულ მთავრობებს, რუსეთი, ასეთ ტრაგედიას არ უწყობს! ლოგიკას მოუხმეთ! ამ რთულ სიტუაციაში მაინც, გამოიჩინეთ ადამიანობა, იაზროვნეთ სახელმწიფოებრივად, შეწყვიტეთ მმართველი პარტიის მისამართით უსაფუძვლო ბრალდებების შეთხზვა და თუკი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთება არ შეგიძლიათ, გაჩუმდით მაინც, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ განაცხადა.

იგი მწუხარებას გამოთქვამს, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტების წარმომადგენლების მიერ, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტის გამო და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპული თამაზ გინტურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

„მნიშვნელოვანია, ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული მოქალაქის სწრაფი და მშვიდობიანი გათავისუფლება. ამ საკითხზე ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.

ამასთან, ჩვენ ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდებთ, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. ეს არის ერთადერთი გზა - დეოკუპაციისკენ და გზა, რეგიონში, მშვიდობის გამყარებისთვის“,- აცხადებს ცოტნე ანანიძე, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება