თეონა აქუბარდია - ხელის გაშვერა წარსულზე, წინა ხელისუფლებისკენ არის მოქმედი ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობიდან გაქცევა, რომ გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას

ხელის გაშვერა წარსულზე, წინა ხელისუფლებაზე ნიშნავდა იმას, რომ ეს არის მოქმედი ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობიდან გაქცევა, რომ დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აქუბარდია ხელისუფლებას მოუწოდებს, ოკუპაციას მხოლოდ წინა ხელისუფლებას ნუ დააბრალებს, კარგად გადახედოს ისტორიას და ნუ გაექცევა პასუხისმგებლობას.

„სამწუხაროდ, დღეს როდესაც ჩვენ უნდა მოგვესმინა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, როგორ უზრუნველყოფენ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას საოკუპაციო ხაზთან და დღეს, როდესაც უნდა მოგვესმინა, რა პოლიტიკა აქვს „ქართულ ოცნებას“ რუსეთის ოკუპაციისა და აგრესიის შესაჩერებლად, მოვისმინეთ მხოლოდ ხელის გაშვერა წარსულზე, წინა ხელისუფლებაზე, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავდა იმას, რომ ეს არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა მოქმედი ხელისუფლების მხრიდან, რომ დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას. მოვისმინეთ მიმართვა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, რაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერაზე დგას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, თუმცა ამ მოცემულობაში, როდესაც, ანტიდასავლური პროპაგანდის შემოქმედი და ავტორია „ქართული ოცნება“, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობას ქმნის ეს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის.

ამიტომ, ამ მოცემულობაში, მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ოკუპაციას მხოლოდ წინა ხელისუფლებას ნუ დააბრალებს, კარგად გადახედოს ისტორიას, ნუ გაექცევა პასუხისმგებლობას. ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტული პოლიტიკის ნაბიჯებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება