თელავის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა თელავთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებს ერეკლე მეფის სასახლეში უმასპინძლა

თელავის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა თელავთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებს ერეკლე მეფის სასახლეში უმასპინძლა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სასახლის კარის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში ჩატარდა.

„მეფე ერეკლეს დაბადებიდან 303 წელი შესრულდა.

მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სასახლის კარის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში ჩატარდა.

წირვას აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

ღონისძიებების ფარგლებში, მეფის სასახლის საელჩო დარბაზში თელავთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების მიღების ცერემონიალი გაიმართა.

ქალაქების - ანიკშჩაის, კედაინიაის, (ლიეტუვა), ბიბერახის ( გერმანია), დაუგავპილსის (ლატვია) , ზიელონა გორის ( პოლონეთი) პირველი პირებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან შემდგარ დელეგაციებს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა უმასპინძლა.

მერმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა მჭიდრო, ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

სტუმრებს ლევან ანდრიაშვილთან ერთად, სიტყვით მიმართეს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება