განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონმდებლობა დავალიანების განულების პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სტატუსშეჩერებულ სტუდენტებსაც აძლევს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, კანონმდებლობა დავალიანების განულების პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სტატუსშეჩერებულ სტუდენტებსაც აძლევს.

როგორც ნოდარ პაპუკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სამწუხაროა, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების განულების პროგრამაში ორი კერძო უნივერსიტეტი ამ დრომდე არ ჩართულა, თუმცა მათ სტუდენტებს პროგრამით სარგებლობა მობილობის შემთხვევაში შეეძლებათ.

„სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით სიახლე ამ კუთხით არ გვაქვს. ძალიან სამწუხაროა ეს, იმიტომ, რომ ჩვენ სამართლიანი პირობები შევთავაზეთ კერძო უნივერსიტეტებს. ისინი კომპენსაციასაც მიიღებდნენ ამ კუთხით. აქ არაფერია ახალი, აქ არის აქტივების მართვა, აქ არის უამრავი გამოცდილება. რაც შეეხება იმას, თუ რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ეს სტუდენტები რომ არ დაიჩაგრონ, კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ერთადერთი - ხელი შევუწყოთ მათ მობილობის კუთხით, თუ მოისურვებენ, რომ მიიღონ ეს უპირატესობა სახელმწიფოსგან. სტატუსშეჩერებულ სტუდენტსაც შეუძლია მობილობა“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ. პროგრამაში აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების გარდა, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ყველა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება