თამაზ გინტურის ძმა - 2008 წელს მონაწილეობდა ომში, როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც - ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი

2008 წელს მონაწილეობდა ომში, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც , - ამის შესახებ სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა განაცხადა.

ნიკოლოზ გინტურის თქმით, მისმა ძმამ მშობლების საფლავის მონახულების შემდეგ ლომისის ეკლესია მოილოცა, რის შემდეგაც ოკუპანტებმა ზურგში ორი ტყვია ესროლეს.

"გარდაცვლილი მშობლების საფლავზე იყო. დაანთო სანთელი, დაბრუნდა უკან და დაინახა ლომისის ეკლესია, მოინდომა იქაც ასვლა. ავიდა ეკლესიაში, შემოუარა სამჯერ, დაანთო სანთლები და რომ წამოვიდა მანქანით, ზურგიდან დაცხრილეს. ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. მე გორში ვიყავი და რომ ჩამოიყვანეს, უკვე დაღუპული იყო.

2008 წელს მონაწილეობდა ომში, წოდებით მაიორი იყო და მე როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც. 9 კაცი იყო და 9 კაცს ორი კაცი როგორ გაუსწორდებოდა. 9 ავტომატიანს, ხელით ხომ ვერ გაუსწორდებოდნენ", - განაცხადა ნიკოლოზ გინტურმა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს