პარლამენტთან მდუმარე აქცია-პერფორმანსი "არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები" იმართება

პარლამენტთან "ლელო საქართველოსთვის" მდუმარე აქცია-პერფორმანსს - "არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები" მართავს.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, აქციას ორი მოთხოვნა აქვს - საქართველოს იურისდიქციის ქვეშ დაისაჯონ მოკლული თამაზ გინტურის მკვლელები და ასევე, გატაცებული საქართველოს მოქალაქე ლევან დოთიაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ტყვეობიდან.

"დღევანდელი აქციის მთავარი შინაარსი არის ის, რომ დაფიქსირდეს საზოგადოების ერთობა იმ დანაშაულთან მიმართებით, რომელსაც ტერორისტული სახელმწიფო ჩადის საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რაშიც უმოქმედობით, წახალისებით და არგაღიზიანების პოლიტიკით თანამონაწილეობს „ქართული ოცნება“, რომელმაც გაათამამა და გაათავხედა ტერორისტული სახელმწიფო რუსული კანონის ინიციირებით, პირდაპირი კავშირით კრემლთან, პირდაპირი ფრენების აღდგენით, ასიათასი რუსის შემოდინებით ქვეყანაში და ა.შ.. დღეს ამ აქციას არ ექნება პარტიული კონტექსტი, არ იქნება პარტიული გამოსვლები და ექნება მხოლოდ ორი მოთხოვნა - დაისაჯონ მკვლელები, ოღონდ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ, საქართველოს პროკურატურამ და სასამართლომ გაასამართლოს. უნდა მოვიპოვოთ ეს დამნაშავეები ნებისმიერ ფასად და მეორე მოთხოვნა არის ის, რომ სასწრაფოდ გათავისუფლდეს უკანონოდ გატაცებული და დაკავებული საქართველოს მოქალაქე ტყვეობიდან", - განაცხადა კუპრაძემ.

აქციის წევრებს ადგილზე მოტანილი აქვთ გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და თამაზ გინტურის ფოტოები. მათ სანთლები დაანთეს და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება