მაკა ბოჭორიშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

6 ნოემბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის სროლის შედეგად, მოკლული იქნა საქართველოს მოქალაქე. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ რა არის ოკუპაცია და რისი გამკლავება გვიწევს ყოველდღიურად. ეს უმძიმესი ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამხელა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, რამდენად დაუცველი ვართ, როდესაც არც ნატო-ს და არც ევროკავშირის ქუდი არ გვაერთიანებს დემოკრატიულ სამყაროსთან, მიუხედავად ჩვენი ევროპული მისწრაფებებისა, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ათენში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონულ შეხვედრაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიან და მტკიცე პოზიციის მნიშვნელობაზე იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.

,,საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო ქმედითი ზომები უნდა მიიღოს საერთაშორისო წესრიგის დასაცავად და აგრესიის შესაჩერებლად. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ის, რასაც ამჟამად ვხედავთ უკრაინაში, არის იგივე ქმედებების გაგრძელება, რომელსაც რუსეთი იყენებს საქართველოში უკვე 30 წელია. რუსეთის იმპერიული ამბიციები დღემდე ასუსტებს ჩვენს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, ჩვენი ასამბლეის მხრიდან, მკაფიოდ უნდა ვუთხრათ არა რუსულ ოკუპაციას", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ფრანკოფონიის რეგიონალური საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრა ათენში 6-7 ნოემბერს გაიმართა.

შეხვედრაში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში ასოცირებული წევრის სტატუსით საქართველო 2023 წლის ივლისიდან სარგებლობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება