გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რუსი ოკუპანტები მკვლელობას გააგრძელებენ, ვიდრე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება

რუსი ოკუპანტები მკვლელობას გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის, ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

მის განცხადებას ლიეტუვის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

“მკაცრად ვგმობთ ცხინვალის რეგიონში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორის გატაცებას. რუსი ოკუპანტები მკვლელობას გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის, ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება