საოკუპაციო ძალების მედია ლომისის ტაძართან თამაზ გინტურისა და ლევან დოთიაშვილის კადრებს ავრცელებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტელერადიოკომპანია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ცდილობენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური და გატაცებული ლევან დოთიაშვილი ლომისის ტაძარში შესვლას.

გავრცელებული კადრების თანახმად, ისინი ეკლესიაში შედიან, რის შემდეგაც ვიდეომასალა აღარ გრძელდება.

ვიდეოში ჩანს ტაძრის აჭედილი კარი.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის ხმა: "ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის....".

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება