დმიტრო კულება აცხადებს, რომ ევროკავშირში თითქმის შეთანხმდნენ რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე და საკითხზე ზეწოლას გააგრძელებენ

ევროკავშირში თითქმის შეთანხმდნენ რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კულებამ აღნიშნა, რომ იუსტიციის ევროკომისართან დიდიე რეინდერსთან მისი საუბრის ერთ-ერთი თემა უკრაინის სასარგებლოდ გაყინული რუსული აქტივების გამოსაყენებლად ევროპული სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა იყო.

“ეს მტკივნეული საკითხია, არაერთხელ გავუსვით ხაზი, რომ ევროკავშირის მხრიდან ასეთი იურიდიული ჩარჩოს შექმნასა და უშუალოდ მის მიღებამდე პაუზა გაჭიანურდა… დღეს მკაფიო პასუხი მივიღე დროის ჩარჩოებისა და ამ გადაწყვეტილების შინაარსის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნება…

ამ საკითხში ზეწოლას გავაგრძელებთ, ვინაიდან, ვთვლით, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს დანაშაულებისთვის, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ჩაიდინა, და ნგრევისთვის, რომელიც გამოიწვია”, - განაცხადა კულებამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება