ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში ჰუმანიტარული პაუზა სთხოვა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში „ჰუმანიტარული პაუზა“ სთხოვა.

„დღეს არ მქონია მასთან საუბრის საშუალება. გუშინ მე მას პაუზა ვთხოვე,“- განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს. ბაიდენს დაუსვეს შეკითხვა, შესთავაზა თუ არა მან ნეთანიაჰუს სამდღიანი პაუზა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტს ჰუმანიტარული პაუზის ხანგრძლივობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მანამდე, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ადმინისტრაცია მხარს უჭერს დროებითი ხასიათის პაუზებს ბრძოლაში კონკრეტული მიზნებისთვის, მათ შორის ღაზაში „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების უსაფრთხო გათავისუფლებისთვის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს