ვოლოდიმირ ზელენსკი - ველოდებით ევროკავშირის ისტორიულ დასკვნას, უკვე ვამზადებთ შემდგომ ნაბიჯებს

ველოდებით ევროკავშირის ისტორიულ დასკვნას - ანგარიშს უკრაინის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ და უკვე ვამზადებთ შემდგომ ნაბიჯებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„უკრაინამ ევროკავშირთან მიახლოებაში უკვე დიდი გზა გაიარა და ჩვენმა სახელმწიფომ კარგად იცის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ყველა იმ ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უკვე არის ევროკავშირის წევრი და სურს იხილოს ახალი სახელმწიფო ევროკავშირში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან. ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება