ბსუ-ში ჟან მონეს ახალი პროექტის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროპეიზაცია“ პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს ახალი პროექტის - ჟან მონეს მოდული „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროპეიზაცია" პრეზენტაცია გაიმართა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ჟან მონეს ახალი სასწავლო მოდული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2023 წელს მოიპოვა ევროკავშირისგან და მომდევნო 3 წლის განმავლობაში განხორციელდება იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ინფორმაციის თანახმად, პროექტის კოორდინატორია ჟან მონეს პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე. მოდულის განხორციელებაში ასევე ჩართული იქნება აკადემიური პერსონალი უკრაინის და მოლდოვის რესპუბლიკის უნივერსიტეტებიდან.

„პროექტის ფარგლებში ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე განხორციელდება ახალი სასწავლო კურსი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესახებ, ყოველწლიურად ჩატარდება ზამთრის სკოლა, საზაფხულო სკოლა, მრგვალი მაგიდა, საჯარო ლექციები, განხორციელდება კვლევა, და გამოქვეყნდება საერთაშორისო პუბლიკაციები ევროკავშირში გაწევრიანების სამართლებრივ საკითხებზე.

პროექტის ძირითადი ბენეფიციარები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს სხვა პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები, პროფესორები, ასევე საჯარო მოხელეები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ჟან მონეს მოდული დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ „ერაზმუს+“-ის პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება