საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შრომის ბაზრის ახალი სარეგისტრაციო სისტემის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ბიზნესასოციაციაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რომლის მონაწილეებს ბაზრის სარეგისტრაციო სისტემის worknet.gov.ge-ს ახალი სამუშაო ვერსია წარედგინათ. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ანალიტიკოსთან ერთად, სარეგისტრაციო სისტემის პრაქტიკული მხარეები მიმოიხილა. აღსანიშნავია, რომ worknet-ის ახალი სისტემა, ძველს 2024 წლიდან სრულად ჩაანაცვლებს.

ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრის ფარგლებში, მოხდა დამსაქმებლების მოსაზრებების გაზიარება ვაკანსიების ატვირთვის, კომპანიის რეგისტრაციისა და სამუშაოს მაძიებელთან დაკავშირების მაქსიმალურად გამარტივებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საკონსულტაციო შეხვედრები ბიზნეს სექტორთან, სარეგისტრაციო სისტემის პრაქტიკული ნაწილების მეტად დახვეწის მიზნით, მომავალშიც იგეგმება.

„საქართველოს ბიზნესასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან, რადგან მნიშვნელოვანია როგორც სამუშაოს მაძიებლის, ასევე დამსაქმებლების დროული ინფორმირება ტექნოლოგიურ სიახლეებთან დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში, მოხდა მოსაზრებების გაზიარება ახალი worknet-ის სისტემის შინაარსსა და პრაქტიკულ ასპექტებზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი წევრი კომპანიებისთვის, ასევე, თავად დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთვის“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება