ისრაელის თავდაცვის ძალები - ლიკვიდირებულია „ჰამასის“ წევრი, რომელიც იარაღის წარმოებაში ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, წუხელ, ღაზის სექტორზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ იარაღის წარმოების აპარატის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის, მუჰსინ აბუ ზინას ლიკვიდაცია განახორციელეს.

მათივე ინფორმაციით, მუჰსინ აბუ ზინა"ჰამასის“ იარაღის წარმოების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. კერძოდ, ის სპეციალიზებული იყო სტრატეგიული იარაღისა და რაკეტების წარმოებაში.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა „ჰამასის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო რაზმზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მისი რამდენიმე წევრი დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება