Politico - ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს ევროკავშირის ლიდერებს, უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს - კარგი ამბავია თბილისისთვისაც

ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს ევროკავშირის ლიდერებს, უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, - ინფორმაციას გამოცემა Politico ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთა ვინაობასაც არ ასაჯაროებს.

„მწვანე შუქი უკრაინისა და მოლდოვისათვის: ევროკომისრების კაბინეტის ხელმძღვანელები, რომლებიც ორშაბათს ჰებდოს ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრაზე შეიკრიბნენ, უკვე შეთანხმდნენ იმ დიდ კითხვებზე, რომლებიც გაშუქდება დღევანდელ გაფართოების ანგარიშში: ისინი რეკომენდაციას გაუწევენ ევროკავშირის ლიდერებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით - იმ პირობებით, რომ ქვეყნები გაატარებენ კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებულ რეფორმებს. კარგი ამბავია თბილისისთვისაც: ისინი ასევე რეკომენდაციას გაუწევენ, რომ ევროკავშირის მთავრობებმა საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი“,- წერს გამოცემა ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება