ჯაბა სამუშიამ საჯარო ლექცია „დავით IV აღმაშენებელი: ცხოვრება და მოღვაწეობა“ წაიკითხა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლახან შექმნილი სტუდენტური კლუბის „დავითის“ ორგანიზებით პირველი საჯარო ლექცია თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ წაიკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თსუ რექტორის ლექციამ თემაზე „დავით IV აღმაშენებელი: ცხოვრება და მოღვაწეობა“ სტუდენტების დაინტერესება გამოიწვია. ჯაბა სამუშიამ ისაუბრა დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდზე, მის პიროვნებაზე, საქართველოს საგარეო და საშინაო მდგომარეობაზე, ქვეყნის შიგნით გატარებულ პოლიტიკაზე, საეკლესიო რეფორმაზე, საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლაზე, გარეშე მტრებთან ურთიერთობაზე, გამართულ ბრძოლებზე, სამხედრო ხელოვნებაზე, მის როლზე საქართველოს ისტორიაში.

ინფორმაციის თანახმად, ლექციის მსვლელობისას სტუდენტებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, ბოლოს გაიმართა დისკუსია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება