ქართული ღვინო  შანხაიში, საერთაშორისო იმპორტის მასშტაბურ გამოფენაზეა წარმოდგენილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ქართული ღვინის სტენდი დაათვალიერა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 5-10 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, შანხაიში, ქართული კომპანიები ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში China International Import Expo (CIIE) იღებენ მონაწილეობას. საქართველო აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია სასურსათო პროდუქტებისა და საფეიქრო ინდუსტრიის (ე.წ. Consumer Goods) პავილიონებში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული საექსპორტო პროდუქტების სტენდზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ქართული ღვინის კუთხეს, სადაც საკუთარ პროდუქციას 15-მდე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია წარადგენს.

„მისასალმებელია, რომ ადგილობრივი პროფესიონალები და ღვინით დაინტერესებული ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას. ეს ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ აქტიური მარკეტინგული ღონისძიებები ჩინეთის ბაზარზე 2013 წლიდან დაიწყო. ამჟამად, ჩინეთში 40-მდე ქართული ღვინის სახლი, მაღაზია და სალონი მოქმედებს, ხოლო ღვინის ექსპორტს 90-მდე ქართული ღვინის კომპანია ახორციელებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია ორ ლოკაციაზე: საექსპორტო პროდუქტების სტენდი და ქვეყნის პავილიონი (Country Pavilion), სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა უწყება, მათ შორის ღვინის ეროვნული სააგენტო, რომლებიც ვიზიტორებს მათი კომპეტენციის სფეროში არსებულ ყველა პროდუქტს აცნობენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება