ალექსანდრე კრევო-ასათიანი - დღეს ძალიან მნიშვნელოვან დასკვნას ველოდებით, ალბათ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზის ისტორიის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა იქნება

დღეს ძალიან მნიშვნელოვან დასკვნას ველოდებით, ალბათ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზის ისტორიის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა იქნება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.

მისი თქმით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა საერთაშორისო პარტნიორებისათვის ეჩვენებინა, ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს ნამდვილად იმსახურებს.

„უკვე წლინახევრის წინ ეს შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა, სამწუხაროდ, ისეთი ხელისუფლება გვყავს საქართველოში, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა ვერ გამოიყენა, ახლა მეორე შანსი არის. კარგად ვნახეთ, რომ ამ დროის განმავლობაში არანაირი მექანიზმები ხელისუფლებამ არ გამოიყენა, თუმცა მაინც დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკომისია დაინახავს ქართველი ხალხის სურვილს, იყოს ევროკავშირის წევრი. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გავაკეთეთ ამ წელიწად ნახევრის მანძილზე, გვეჩვენებინა ჩვენი პარტნიორებისათვის, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. შეიძლება ხელისუფლება იყოს ანტიდასავლური, მაგრამ ეს ხელისუფლება უკვე წარსულის ხელისუფლებაა, მხოლოდ ათი თვე დარჩათ. ამიტომ უნდა ვიფიქროთ ყველამ მომავალზე და ეს მომავალი ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაცია იქნება “, - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან, მათ შორის დოკუმენტში საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებაც შეფასდება.

ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის პრესკონფერენცია თბილისის დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება