აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე და უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, AER-ის ვიცე პრეზიდენტი, დავით ბაციკაძე ევროოდისეის ფორუმში მონაწილეობენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის რეგიონული ასამბლეის (AER) ვიცე-პრეზიდენტი, დავით ბაციკაძე, უსკო-ს თავმჯდომარესთან, პარმენ ჯალაღონიასთან ერთად, პორტუგალიაში, ევროოდისეის ფორუმში მონაწილეობენ. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, “ევროოდისეის ფორუმი 2023”, რომელშიც პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები და ახალგაზრდები მონაწილეობენ, AER-ის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ბაციკაძემ, ევროოდისეის პრეზიდენტმა, ესტერ ესტანმა, AER-ის პრეზიდენტმა. ალბერტ კასტელანოს მადუელმა, AER-ის გენერალურმა მდივანმა, კრისირან სპაჰრმა და აზორის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტის სამდივნოს წარმომადგენელმა (ასევე წარმომადგენელი Council of Europe-ში), პედრო დე ფარია ე კასტრომ გახსნეს.

„დავით ბაციკაძემ, მისასალმებელ სიტყვაში, ისაუბრა AER-ისა და ევროოდისეის მუშაობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის როლზე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით და ღია მმართველობის ევროპული სტანდარტების დამკვიდრებით მიღებულ დადებით შედეგებზე, აჭარისა და აზორის ავტონომიური რესპუბლიკების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ყურადღება გაამახვილა, მომავალ წელს, ბათუმში დაგეგმილი შავი ზღვის ფორუმისა და გენერალური ასამბლეის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე.

ფორუმის ფარგლებში, გაიმართა თაობათაშორისი რეგიონული დებატები თემაზე - „2024 წლის ევროპის არჩევნები“. როგორც აღინიშნა, ეს დებატები, 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების წინ, კარგი შესაძლებლობაა ევროპის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევების განსახილველად, უფრო დემოკრატიული, ინკლუზიური და მდგრადი გარემოს შესაქმნელად.

6-9 ნოემბრის ფორუმზე, რომელიც პლენარულ სესიებს, ვორქშოფებს, სემინარებს, დებატებსა და ცალკეულ შეხვედრებს მოიცავს, განსახილველ საკითხებს შორისაა სოფლად და პერიფერიულ ზონებში მცხოვრები ახალგაზრდების მობილობის, მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა, პროფესიული უნარ-ჩვევების განმტკიცება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ევროპის რეგიონთა ასამბლეის ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამა „ევროოდისეა”, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2006 წლიდან ახორციელებს. უცხოეთში სტაჟირების პროგრამით, ყოველწლიურად, არაერთი ახალგაზრდა სარგებლობს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება