დიმიტრი პესკოვი - რუსეთი საზღვარგარეთ მისი აქტივების კონფისკაციას შესაბამისად უპასუხებს

დასავლეთში რუსული აქტივების კონფისკაცია სერიოზულ შედეგებს და რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომებს გამოიწვევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპა მუდმივად მუშაობენ რუსული აქტივების უკანონოდ ჩამორთმევის მიზნით.

„ეს გამოიწვევს ძალიან სერიოზულ სასამართლო და იურიდიულ ხარჯებს მათთვის, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს და ასეთი გადაწყვეტილებებით ისარგებლებს“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება შეიმუშავებს საპასუხო ზომებს.

„ეს იქნება ისეთი ზომები, რომლებიც ყველაზე უკეთ შეეფერება ჩვენს ინტერესებს”, - აღნიშნა პესკოვმა.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტს უფლებას ანიჭებს, რუსული აქტივების კონფისკაცია განახორციელოს, სახელმწიფო მდივანმა კი ის უკრაინასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება